Wednesday, March 15, 2017



გაკვეთილის თემა
,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში''
სწავლების საფეხური
საშუალო . XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
მიზანი
შეძლებენ ლექსის პერიფრაზის გაკეთებას,ჩაწვდებიან სიღრმისეულად ავტორის იდეებსა და განწყობილებებს,გაიარებენ მოცემულ ლექსს ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში, ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
ლექსში ასახულია საქართველოს ისტორიული წარსულის გაიდეალება,რომელიც აქტუალური იყო XIX საუკუნეშიც და დღესაც ასეა.ლექსში გადმოცემულია წარსულის განცდა,ავტორს სურს კვლავ იხილოს აღორძინებული საქართველო.
კავშირი საგნებთან
საქართველოს ისტორია
ე. ს. გ. მისაღწევი შედეგები
ქართXl.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
 Xl.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
Xl.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
წინარე ცოდნა
იციან თამარის ეპოქა,მწერლის ბიოგრაფია, რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,ინტერნეტის გამოყენება,პროექტორი. მოსწავლეები ნახავენ თამარ მეფის ფრესკებს.ფოტოები : გრიგოლ ორბელიანის, ბეთანიის ეკლესიის,შოთა რუსთაველის
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა  წინა გაკვეთილზე ნასწავლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის  ,,ვაჰ, დრონი, დრონის“ გახსენება. კითხვების დასმა, თუ რა იციან თამარ მეფის ეპოქისა და ფრესკების შესახებ.კლასს ჯგუფებად დაყოფა და სქემის გაცნობა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე.მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ პირველ და მე-2 სვეტს.

B ფაზა კითხვის დასმა ,რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ლექსს შორის?შემდეგ ვესაუბრები მოსწავლეებს თამარის ფრესკების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ოთხ მონასტერშია შემორჩენილი.ინდივიდუალურად კითხულობენ ლექსს,მოსწავლეები თავად მიდიან დასკვნამდე თუ რატომ დაუკავშირა ავტორმა აღდგენა-განახლების სიმბოლო თამარ მეფეს.ხვდებიან სასოწარკვეთილი პოეტის შინაგან განცდებს.შეჯამება ხდება დისკუსიით,თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წარსულის გახსენება და რისი გათვალისწინებაა საჭირო უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოსწავლეები შეავსებენ სქემას ვიცი- მინდა-ვიცოდე-ვისწავლე მე-3 სვეტს.

C ფაზა საშინაო დავალების მიცემა: ლექსი ზეპირად (სასურველი ადგილები) ამოიწერონ  მეტაფორები და ეპითეტები,რომლებითაც პოეტი თამარსა და თამარის დროინდელ საქართველოს მოიხსენიებს. ესე : წარსულის განცდა გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში.იფორმაციის მოძიება  XII-XIII საუუნეების ისტორიული საქართველოს მიმოხილვა.
შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი

No comments:

Post a Comment