Sunday, March 19, 2017

სასწავლო პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.სწორედ, ამას ემსახურებოდა ეს ტრენინგი.შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო,ძალიან საინტერესო,რომელიც მთლიანად მოსწავლეებში სწავლა-სწავლების მოტივირებას ითვალისწინებს.გავეცანით გაკვეთილის დაგეგმვას ისტ-ის დახმარებით,გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი,თანმიმდევრობის დაცვა და თითოეული ფაზის მიზანმიმართულად გამოყენება,.ვისწავლე  პრეზენტაციის  შექმნა ,გამოყენება გაკვეთილზე,მისი შეფასება,ასევე ძალიან საინტერესო იყო პროექტის შექმნა ისტის გამოყენებით.ძალიან დიდი მადლობა

Wednesday, March 15, 2017

შეფასების რუბრიკები

საშინაო დავალების შეფასების სქემა


9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
საშინაო დავალების ცდის აღწერა ნათელი და გასაგებია. საუბრობს გამართულად და დარწმუნებით, აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები.

საშინაო დავალების ცდის აღწერაში შეინიშნება მცირე ხარვეზები, საუბრობს გამართულად. დასკვნები ლოგიკურია.
ცდის აღწერაში შეინიშნება ხარვეზები, საუბრობს გამართულად, მაგრამ დასკვნებს ვერ აყალიბებს ლოგიკურად.














გაკვეთილის პროცესში ჩართულობა

9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
მოსაზრებებს აყალიბებს თანმიმდევრულად, ლოგიკურად აკეთებს დასკვნებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს.
მოსაზრებებს აყალიბებს საინტერესოდ, გამართულად აკეთებს დასკვნებს. თუმცა ნაწილობრივ ასაბუთებს.
გამოთქვამს სწორად თავის მოსაზრებებს, დასაბუთების დროს აქვს ხარვეზები. ყველა კითხვას ვერ პასუხობს.


გაკვეთილის თემა
,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში''
სწავლების საფეხური
საშუალო . XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
მიზანი
შეძლებენ ლექსის პერიფრაზის გაკეთებას,ჩაწვდებიან სიღრმისეულად ავტორის იდეებსა და განწყობილებებს,გაიარებენ მოცემულ ლექსს ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში, ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
ლექსში ასახულია საქართველოს ისტორიული წარსულის გაიდეალება,რომელიც აქტუალური იყო XIX საუკუნეშიც და დღესაც ასეა.ლექსში გადმოცემულია წარსულის განცდა,ავტორს სურს კვლავ იხილოს აღორძინებული საქართველო.
კავშირი საგნებთან
საქართველოს ისტორია
ე. ს. გ. მისაღწევი შედეგები
ქართXl.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
 Xl.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
Xl.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
წინარე ცოდნა
იციან თამარის ეპოქა,მწერლის ბიოგრაფია, რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,ინტერნეტის გამოყენება,პროექტორი. მოსწავლეები ნახავენ თამარ მეფის ფრესკებს.ფოტოები : გრიგოლ ორბელიანის, ბეთანიის ეკლესიის,შოთა რუსთაველის
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა  წინა გაკვეთილზე ნასწავლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის  ,,ვაჰ, დრონი, დრონის“ გახსენება. კითხვების დასმა, თუ რა იციან თამარ მეფის ეპოქისა და ფრესკების შესახებ.კლასს ჯგუფებად დაყოფა და სქემის გაცნობა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე.მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ პირველ და მე-2 სვეტს.

B ფაზა კითხვის დასმა ,რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ლექსს შორის?შემდეგ ვესაუბრები მოსწავლეებს თამარის ფრესკების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ოთხ მონასტერშია შემორჩენილი.ინდივიდუალურად კითხულობენ ლექსს,მოსწავლეები თავად მიდიან დასკვნამდე თუ რატომ დაუკავშირა ავტორმა აღდგენა-განახლების სიმბოლო თამარ მეფეს.ხვდებიან სასოწარკვეთილი პოეტის შინაგან განცდებს.შეჯამება ხდება დისკუსიით,თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წარსულის გახსენება და რისი გათვალისწინებაა საჭირო უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოსწავლეები შეავსებენ სქემას ვიცი- მინდა-ვიცოდე-ვისწავლე მე-3 სვეტს.

C ფაზა საშინაო დავალების მიცემა: ლექსი ზეპირად (სასურველი ადგილები) ამოიწერონ  მეტაფორები და ეპითეტები,რომლებითაც პოეტი თამარსა და თამარის დროინდელ საქართველოს მოიხსენიებს. ესე : წარსულის განცდა გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში.იფორმაციის მოძიება  XII-XIII საუუნეების ისტორიული საქართველოს მიმოხილვა.
შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი

პროექტი

პროექტის სახელწოდება
,,ხელოვნებაა თავად უკვდავება ''...
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
მოსწავლეებში შემოქმედებითი აღქმა მხატვრული და მუსიკალური მიმართულებით
პროექტის აქტუალობა
მხატვრული ნამუშევრების პოპულარიზაცია
პროექტის მიზნები
მოსწავლეებში მხატვრული გემოვნების დახვეწა;
შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.
მონაწილეთა ასაკი
VII-IXკლასი
ვადები/ხანგრძლივობა
24.09-26.10
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
სასკოლო ცხოვრება გახდება საინტერესო და მრავალფეროვანი;
მოსწავლეებში განვითარდება ხელოვნებისადმი შემოქმედებითი უნარი.
პროექტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მუსიკალური ცენტრი, ფოტო აპარატი, ფერადი ფურცლები, თაბახები, ფორმატის ქაღალდი, მარკერები, გუაში და სხვადასხვა შემოდგომია ხილი.
პროექტის მსვლელობა
I-მოსამზადებელი ეტაპი
აქტივ.1-ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის სხდომაზე პროექტის გეგმის განხილვა;
აქტივ.2-კათედრის წევრების მიერ სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარის დახმარებით თემასთან დაკავშირებული ლექსების შერჩევა;
აქტივ.3-მოსწავლეებთან შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია;
აქტივ.4-მოსწავლეებზე დავალების მიცემა (თემასთან დაკავშირებით ნახატების შექმნა)
აქტივ.5-მოსწავლეთათვის მუსიკალური ნომრების მომზადება;
აქტივ.6-საორგანიზაციო კუთხის გამოყოფა;
აქტივ.7-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
აქტივ.8-მოსწავლეთა მიერ შესასრულებელი ნახატების წარმოდგენა;
აქტივ.9-საუკეთესო ნახატების გამოფენა;
აქტივ.10-მოსაწვევი ბარათების და აფიშის დამზადება;
აქტივ.11-პროექტის ჩატარება;
აქტივ.12-პროექტის შეფასება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
აზა რუხაია
ხელმძღვანლის ელ. ფოსტა
aza10ruxaia@gmail.com

Tuesday, March 7, 2017

გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს განა შეიძლება მოწყენილი იყოს ვინმე? ქალთა დღეა ვულოცავ ყველა ქალბატონს,ამაღლებულ გრძნობას-სიყვარულს და ლაღ ცხოვრებას ვუსურვებ.მათ.ყოველდღე ერთი საათი დაუთმეთ თქვენს თავს-იცინეთ,იცინეთ,ნუმოიწყენთ...